ასოციაციის წევრების რაოდენობა
ინდივიდუალური წევრი
კორპორატიული წევრი
ასოცირებული წევრი
ასოციაციის წევრები არიან უმსხვილესი ქართული და უცხოური კომპანიები, ასევე წამყვანი მენეჯერები, რომლებიც ასოციაციასთან თანამშრომლობით იღებენ უამრავ შესაძლებლობებს და ბენეფიტებს.
ინდივიდუალური პაკეტი B
წლიური ღირებულება 200 ლარი
მხარდაჭერა
• ასოციაციის კომიტეტების, ფორუმებისა და პარტნიორობის ღონისძიებებზე დასწრება და თემების შეთავაზება
• ასოციაციის კომიტეტებში დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა თქვენთვის საინტერესო თემაზე თუ საკითხზე, მათი განხილვა და პრობლემური საკითხების საჯაროდ დაყენება, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციებში თუ სხვა ასოციაციებში
• წარდგენა ასოციაციის სხვადასხვა ნომინაციებში: „წლის საუკეთესო მენეჯერი“; „TOP-100 ქართველი მენეჯერი”; სხვადასხვა სფეროს საუკეთესო მენეჯერები და სხვა
• სამუშაოს ძებნის ან შეცვლის შემთხვევაში დახმარების შეთავაზება მენეჯერთა ასოციაციში არსებული ბაზების და მოთხოვნების შესაბამისად
სერვისები
• მენეჯერთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება
• მენეჯერთა ასოციაციის ოფიციალურ წევრთა ბაზაში შეყვანა, მენეჯერთა ასოციაციის ვებ-გვერდზე თქვენი სერტიფიკატის შესახებ ინფორმაციის გამოტანა
• ასოციაციის სხვა პარტნიორებთან/მენეჯერებთან კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა
განათლება
• მენეჯერთა აკადემიის ბაზაზე გადამზადება, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე და პროფესიულ ტრენინგებზე დასწრება (10-30% ფასდაკლება)
მონაწილეობა
• მენეჯერთა ასოციაციის საერთო კრებებში მონაწილეობა და მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხების დაყენება
• მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა
• მენეჯერთა ასოციაციის ბორდში არჩევის შესაძლებლობა
• მენეჯერთა ასოციაციის და პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობა
ინფორმაცია
• მენეჯერთა ასოციაციის საქმიანობის სრული საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის და ბიზნესის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას
• თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება მენეჯერთა ასოციაციის ვებგვერდზე (სურვილის შემთხვევაში)
ინდივიდუალური პაკეტი B – უპირატესობები
თქვენ იღებთ წვდომას ასოციაციის ძირითად სერვისებზე და ასოციაციის მხარდაჭერას თქვენთვის მნიშვნელოვან ფინანსურ, იურიდიულ, საკანონმდებლო თუ სხვა საკითხებზე.
ეს კი თავის მხრივ თქვენი ბიზნესის დაცულობის და მუდმივი განვითარების გარანტიაა, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების პირობებში.