გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯმენტი

ყველამ ვიცით რამდენად მინიშვნელოვანია კომპანიისათვის მისი პროდუქციის გაყიდვების სწორად ორგანიზება, ამაზეა დამოკიდებული კომპანიის მოგება და საბოლოოდ მომავალი.

ძირითადი პრობლემები, რომლებიც გაყიდვების დროს წარმოიქმნება:

  • თანამშრომლებმა არ იციან, როგორ გაყიდონ კომპანიის პროდუქტი
  • გაყიდვების რაოდენობა არ შესაბამება გეგმებს
  • კომპანიები ვერ პოულობენ მაღალი დონის გაყიდვების პროფესიონალებს
  • გაყიდვების წარმომადგენლებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, როგორ მართონ კლიენტთან ურთიერთობის პროცესი
  • ახალი თანამშრომლის მომზადება დიდი დროსთან და რესურსებთან არის დაკავშირებული
  • გაყიდვების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ამავდროულად არსებობს მეტი შემოსავლების მიღების გამოუყენებელი შესაძლებლობები
  • კონკურენტები აქტიურობენ, იზრდება ბრძოლა ბაზარზე და იკარგება კლიენტურა

აღნიშნული პრობლემები და გამოწვევები მოგვარებადია და ჩვენ უკვე ათეულობით კომპანიას გავუზარდეთ გაყიდვები. სისტემური მიდგომების გარეშე ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

გაყიდვების გაზრდა გათვლილი და სწორი მიდგომებით და შესაბამისი პროფესიონალების დახმარებით რამდენიმე თვეში 30-50%-ით არის შესაძლებელი.

ჩვენ გთავაზობთ

ვქმნით გაყიდვების სისტემას, რომელიც ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგაც აგრძელებს მუშაობას და ყოველთვიურად დებს გაუმჯობესებულ შედეგებს.

ვატარებთ ტრენინგებს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი კადრის მომზადებას 5-15 დღეში ისე, რომ მათ შეძლონ მაღალი შედეგების მიღება.

ჩვენ ვქმნით გაყიდვების სცენარებს მორგებულს თქვენს კომპანიაზე, რომელიც არის კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების საუკეთესო მოდელი. სცენარების შემუშავება ხდება ყველა შესაძლო სიტუაციისათვის კონკრეტულად. თქვენს თანამშრომლებს ეცოდინებათ პასუხი კლიენტის ყველა წინააღმდეგობაზე და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას თქვენ მიერ განსაზღვრული ქცევის წესებით. თქვენი თანამშრომლები იქნებიან მზად ყველა შესაძლო ვარიანტისთვის კლიენტთან მოლაპარაკების პროცესში და ეცოდინებათ ყველა სიტუაციაში სად უნდა წაიყვანონ აღნიშნული მოლაპარაკება სასურველი შედეგების მისაღებად.

სარგებელი

მარკეტოლოგების მაღალი პროფესიონალიზმი კვლევასა და ანალიზის საკითხებში.

სარგებელი

მარკეტინგი იძლევა დაუყოვნებლივ რაოდენობრივ, გაზომვად შედეგებს.

სარგებელი

ის ეხმარება რეალურ დროში მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარებაში. თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მუდმივი და მყარი ურთიერთობები თქვენს კლიენტებთან.

სარგებელი

ვინაიდან მარკეტინგი პროფესიონალურ რეჟიმშია, უფრო ნაკლებია კომპანიის ხარჯები, ვიდრე საკუთარი არაპროფესიონალური ქმედებების (შეცდომების) შემთხვევაში.

ხშირად დასმული კითხვები?

რა არის მენეჯერთა ასოციაციაციის ძლიერი მხარე?

ასოციაციის ძლიერი მხარეა გუნდი – ცოდნით, გამოცდილებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციული მხარდაჭერით.
ასევე ძლიერი მხარეა ორგანიზაციის თითეული წევრი თავიანთი კომპეტენციით და წარმოდგენილი ორგანიზაციებით.

ვინ შეიძლება გახდეს ასოციაციის წევრი?

ასოციაციის ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი სფეროს და დონის მოქმედი მენეჯერი, მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტები, ასევე მენეჯმენტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი. ხოლო ნამდვილი წევრი (ინდივიდუალური ან კორპორატიული), მხოლოდ კომპანია ან მოქმედი მენეჯერი.

როგორ შეიძლება გახდე ასოციაციის წევრი?

ასოციაციის ასოცირებული წევრობისათვის უნდა გადახვიდეთ მენიუში გაწევრიანება – ასოცირებული წევრობა და შეავსოთ სპეციალური ანკეტა. ასევე შეგიძლიათ დაემატოთ სპეციალურ ფეისბუქ ჯგუფს “დირექტორთა და მენეჯერთა კლუბი”.

რა სხვაობაა ასოცირებულ და ნამდვილ წევრობას შორის?

ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი, ხოლო ნამდვილი წევრობის (ინდივიდუალური და კორპორატიული) მისაღებად მენეჯერს თუ კომპანიას სჭირდება გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხოლო ნამდვილი წევრობისათვის (ინდივიდუალური ან კორპორატიული) საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება.