როგორ მოვიპოვოთ სერტიფიკატი
მენეჯერთა სერტიფიკატის მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს ან ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროს ა(ა)იპ მენეჯერთა ასოციაციაში. რეგისტრირებული პირი სერტიფიცირებული მენჯერის სტატუსის მოპოვებამდე იწოდება კანდიდატად.
კანდიდატებისთვის შედეგზე ორიენტირებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების სტანდარტით მოთხოვნილი პროფესიული კომპეტენციის შესაბამისი უნარების გამომუშავებისა და გამოვლენის უზრუნველყოფა ხდება მენეჯერთა აკადემიაში.
მენჯერთა აკადემიიის დამთავრების შემდეგ კანდიდატები აბარებენ გამოცდას, რაც სასერტიფიკაციო პროცესის აუცილებელი ეტაპია. საგამოცდო პროცესს ახორციელებს ააიპ მენეჯერთა ასოციაციის განათლების კომიტეტი. შეფასება ხდება წერილობითი გამოცდის და გასაუბრების ჩატარებით. საგამოცდო ბილეთებს ამზადებს პროგრამის ტრენერები და გადასცემენ განათლების კომიტეტს. წერითი, გამოცდისთვის განკუთვნილია 4 საათი. შეფასება წარმოებს 100 ქულიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ 50 ქულის ან მეტის მიღების შემთხვევაში. გასაუბრება მოიცავს სასწავლო პროგრამის საკითხებიდან არჩევით ერთ საკითხზე მსჯელობას, რომელსაც დააკვირდებიან მენეჯერთა ასოციაციის ბორდის წევრები და განათლების კომიტეტის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია კომპეტენტური მენეჯერებით.
ორივე ეტაპის გამოცდის წარმტებით დასრულების შემდეგ მენეჯერი ხდება სერტიფიცირებული. სერტიფიკატი დამზადდება და გადაეცემა მენჯერს გამოცდის ჩაბარებიდან 2 კვირის განმავლობაში. მისი მონაცემები განთავსდება სერტიფიცირებულ მენეჯერთა ბაზაში ააიპ მენჯერთა ასოციაციის საიტზე. სერტიფიცირებული მენეჯერი ავტომატურად ხდება მენჯერთა ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული მენეჯერის სტატუსი უვადოა.
სერტიფიცირებულ მენეჯერთა დასაქმების სფეროა მსხვილი და საშუალო კომპანიები, კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის საწარმოები და ორგანიზაციები.