მენეჯმენტის სერტიფიცირებულ აუდიტორთა პროგრამა

პროგრამა შემუშავებულია საქართველოს კერძო ბიზნესის მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერტიფიცირების მიზნით.  მენეჯერთა ორგანიზაციული ქცევის მოდელის შემუშავებისთვის,  ხარისხის და  უფლებების კონტროლის მიზნით. იგი ეფუძნება ააიპ მენეჯერთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და მითითებებს.

პროგრამის ფარგლებში სერტიფიცირებული აუდიტორი ნიშნავს ორგანიზაციებში მენეჯმენტის კვალიფიკაციის შემოწმების და დანერგვის სისტემის ცოდნას. შესაბამის უნარებს, რომ სწორად განსაზღვროს კომპანიის მენეჯმენტის კომპეტენციები, განსაზღვროს ორგანიზაციული სტრუქტურა, მათი მართვის მიდგომების ეფექტურობა და ნაყოფიერება.

კომპეტენტურობა განისაზღვრება სერტიფიცირებული აუდიტორის ცოდნით,კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და პროფესიული ღირსებით.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია იმ პირობით, რომ სერტიფიცირებული მენეჯერი პერიოდულად გაივლის ყოველწლიურ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, რათა მუდმივი სიახლეების საქმის კურსში იყოს.  სერტიფიცირების პროგრამა და კონტროლის მეთოდები მაქსიმალურად შესაბამისობაშია და მორგებულია საქართველოს შრომის ბაზრის გარემოს.

პროგრამის სრული დეტალური აღწერა: 

განსახილველი თემატიკა:

• მენეჯერის ფუნქციები;

• მენეჯერის პიროვნული მახასიათებლები;

• მენეჯმენტი გლობალურ სამყაროში/საერთაშორისო ორგანიზაციები;

• გადაწყვეტილების მიღების ეტაპები;

• სტრატეგიული დაგეგმვა;

• ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება;

ემოციები და მოტივაცია

• ემოციები და პიროვნება ადამიანებთან ურთიერთობის სტილი და ტიპაჟები. ემოციებსა და განწყობებს შორის განსხვავების მნიშვნელობა. ემოციური ინტელექტი. ფსიქოტიპები და მიდგომები კონკრეტულ ფსიქოტიპთან. ემოციებისა და განწყობების გავლენა საქმეზე/შედეგებზე.

• აღქმა და გადაწყვეტილებებიაღქმის ხაფანგები. აღქმაზე ზემოქმედი ფაქტორები. სტრატეგიული მართვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და აუცილებელი კითხვები გადაწყვეტილებების მიღებისას. არარაციონალური გადაწყვეტილებები. რაციონალური და არარაციონალური სისტემების ურთიერთქმედება.

• მოტივაციის შესახებთანამშრომელთა მოტივაციის პრინციპები. მოტივაციის თეორიები – რომელი მოერგება ჩვენს მიზნებს? მართვა მიზნებით  და მისი პრაქტიკული გამოყენება. მოტივაციის გამოწვევები. ახალი მიდგომები.

ლიდერობა:

• როგორი პერსონები ხდებიან კარგი ლიდერები?

• რას აკეთებენ კარგი ლიდერები?

• როგორ მოქმედებს სიტუაცია კარგ ლიდერებზე?

• რა არის ძალაუფლების წყაროები?

• ვინ არიან მეხუთე თაობის ლიდერები?

• ტესტის ჩატარება და შედეგების განხილვა

სპეციალური პროგრამები

• ადამიანური რესურსების მართვა/HR მენეჯმენტი;

• საზოგადოებასთან ურთიერთობა/PR მენეჯმენტი;

• პროექტის მართვა;

• პრეზენტაციის უნარები;

საწავლო პროგრამის შედეგები:

  • იცნობს თანამედროვე ბიზნესის არსს, თავისებურებებსა და გამოწვევებს;
  • აფასებს ეკონომიკურ მოვლენებს, პროცესებს და აკავშირებს ბიზნესთან;
  • არჩევს ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოსთან კომუნიკაციის ფორმებს;
  • იყენებს ორგანიზაციის რესურსების მართვის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს;
  • ავლენს ინდივიდუალური და გუნდური ქცევის მოტივებს და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას;
  • შეიმუშავებს პროექტს და ასაბუთებს მის განხორციელებადობას რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი კვლევით და მისი შედეგების კომუნიკაციით;
  • განასხვავებს ბიზნეს სტრატეგიების სახეებს და მსჯელობს მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ;
  • იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს მენეჯერული ფუნქციების განხორციელების პროცესში;
  • ანვითარებს მენეჯერული აზროვნების ხუთ კომპონენტს: რეფლექსური აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, გლობალური აზროვნება, თანამშრომლობაზე ორიენტირებული აზროვნება, ქმედებაზე ორიენტირებული აზროვნება;
  • ახორციელებს დაგეგმვას, ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და კონტროლს გუნდში მუშაობისას ან დამოუკიდებლად და აცნობიერებს ამ პროცესში ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს.
  • ცოდნა და გაცნობიერების, პრაქტიკაში გამოყენების, კრიტიკული ანალიზის, შეფასების, დასკვნის, მართვის უნარების, კომუნიკაციიის ათვისება და ფლობა, რომლის მიღწევაც სავალდებულოა კანდიდატისთვის/სერტიფიცირებული მენეჯერისთვის.

სასწავლო კურსის მარეგულირებელი წესი

– სასწავლო პროგრამას გავლილი აქვს აკრედიტაცია განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ცენტრში.

ხარისხი

სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის პროფესიულ ცოდნას მენეჯმენტის აუდიტის სფეროში.

სერტიფიკატი

სერტიფიკატი გაიცემა მენეჯერთა ასოციაციის განათლების და ტრენინგების კომიტეტის მიერ

დასკვნა

მხოლოდ მენეჯერთა ასოციაციის მიერ სერტიფიცირებულ აუდიტორს აქვს მენეჯმენტის ხარისხის დასკვნის გაცემის უფლება.