ასოციაციის წევრების რაოდენობა

124

ინდივიდუალური წევრი

48

კორპორატიული წევრი

1600

ასოცირებული წევრი

ასოციაციის წევრები არიან უმსხვილესი ქართული და უცხოური კომპანიები, ასევე წამყვანი მენეჯერები, რომლებიც ასოციაციასთან თანამშრომლობით იღებენ უამრავ შესაძლებლობებს და ბენეფიტებს.

ინდივიდუალური პაკეტი A

წლიური ღირებულება 300 ლარი

მხარდაჭერა

• ასოციაციის კომიტეტების, ფორუმებისა და პარტნიორობის ღონისძიებებზე დასწრება და თემების შეთავაზება
• ასოციაციის კომიტეტებში დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა თქვენთვის საინტერესო თემაზე თუ საკითხზე, მათი განხილვა და პრობლემური საკითხების საჯაროდ დაყენება, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციებში თუ სხვა ასოციაციებში;

• წარდგენა ასოციაციის სხვადასხვა ნომინაციებში: „წლის საუკეთესო მენეჯერი“, „TOP-100 ქართველი მენეჯერი”, სხვადასხვა სფეროს საუკეთესო მენეჯერები და სხვა

• პრიორიტეტული მომსახურება მენეჯერის რეიტინგის მომზადებისას;

მენეჯერთა ასოციაციის სხვადასხვა სარეკლამო, საინფორმაციო და საანგარიშო მასალაზე თქვენი კომპანიის ლოგოს განთავსება;
• მენეჯერთა ასოციაციის წევრად მედიაში / საჯარო დაწესებულებებში მენეჯერთა ასოციაციის სახელით პოზიციონირების შესაძლებლობა;

• სამუშაოს ძებნის ან შეცვლის შემთხვევაში დახმარების შეთავაზება მენეჯერთა ასოციაციში არსებული ბაზების და მოთხოვნების შესაბამისად;

სამთავრობო დაწესებულებებთან ურთიერთობა

• მენეჯერთა ასოციაციის სახელით სამთავრობო უწყებებისათვის მიმართვის შესაძლებლობა

• სამინისტროების და დეპარტამენტების საზოგადოებრივ საბჭოებში, სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოები, ასოციაციის წარმომადგენლად დელეგირების შესაძლებლობა

• მენეჯერთა ასოციაციის სახელით გამოსვლა სხვადასხვა შეხვედრებზე და ინიციატივების დაყენება (ასოციაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით)

• დახმარება მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებაში

სერვისები

• მენეჯერთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი საბუთის მოპოვება

• მენეჯერთა ასოციაციის ოფიციალურ წევრთა ბაზაში შეყვანა,

• მენეჯერთა ასოციაციის ვებ-გვერდზე თქვენი სერტიფიკატის შესახებ ინფორმაციის გამოტანა

• მენეჯერთა ასოციაციის პლატფორმაზე მიზნობრივი ღონისძიების ორგანიზება (მენეჯერთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორატთან შეთანხმებით)

• ასოციაციის სხვა პარტნიორებთან/მენეჯერებთან კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა

განათლება

• მენეჯერთა აკადემიის ბაზაზე გადამზადება, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე და პროფესიულ ტრენინგებზე დასწრება (1 უფასი ტრენინგი ყოველწლიურად და სხვა ტრენინგებზე 30-50% ფასდაკლება)

• მენეჯერთა აკადემიაში სწავლის და სერტიფიცირებული მენეჯერის სტატუსის მოპოვებაში მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი შეღავათები

მონაწილეობა

• მენეჯერთა ასოციაციის საერთო კრებებში მონაწილეობა და მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხების დაყენება

• მენეჯერთა ასოციაციის განვითარების სტრატეგიის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა

• მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა

• მენეჯერთა ასოციაციის ბორდში არჩევის შესაძლებლობა

• მენეჯერთა ასოციაციის და პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობა

ინფორმაცია

• მენეჯერთა ასოციაციის საქმიანობის სრული საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის და ბიზნესის

• სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას

• მონაცემთა ბაზის საფუძველზე ინტერესების და საქმიანი კონტაქტების შესახებ საკითხების მომზადება

• თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება მენეჯერთა ასოციაციის ვებგვერდზე (სურვილის შემთხვევაში)

ინდივიდუალური პაკეტი A – უპირატესობები

თქვენ იღებთ წვდომას ასოციაციის ყველა სერვისზე და სრულ მხარდაჭერას.

ეს კი თავის მხრივ თქვენი ბიზნესის დაცულობის და მუდმივი განვითარების გარანტიაა, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების პირობებში.