საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეყრდნობა ფასეულობათა უცვლელ სისტემას, რომელიც მენეჯერთა ასოციაციის საგარეო თანამშრომლობის ხედვას ასახავს. ეს ფასეულობები წარმოადგენს უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ასოციაციამ საზღვარგარეთ თავისი მისიებისა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უნდა დაიცვას და განამტკიცოს. ჩვენი პრიორიტეტებისა და მიზნების განხორციელებისას ყოველდღიურ საქმიანობაში აღნიშნულ ფასეულობებზე დაყრდნობა უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულების მაღალ ხარისხს.
საგარეო პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებისას, კომიტეტი ეყრდნობა პროფესიონალიზმის სტანდარტებს და მიუკერძოებელად ასრულებს სამუშაოს პირადი შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახორციელებს ასოციაციის სხვადსხვა მიმართულებების განვითარების უზრუნველსაყოფად საგარეო ხელშემწყობი პირობების ფორმირებას; უზრუნველყოფს ერთიანი საგარეო ურთიერთობების კურსის განხორციელების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვას აღმასრულებელ ბორდის წევრთა კოორდინირებული მოქმედებით; მიზანმიმართულად საქმიანობს უცხოურ ასოციაციებთან მათთან თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით; ასევე განსაზღვრავს შესაბამის საერთაშორისო ასოციაციათა წინადადებათა გათვალისწინებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების მიზანშეწონილობას, უზრუნველყოფს საზღვარგარეთ ასოციაციის ინტერესებისა უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ისევე როგორც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასოციაციის სახელით მართავს მოლაპარაკებებეს უცხოურ მენეჯერთა ასოციაციებთან.