განათლების და ტრენინგების კომიტეტი
განათლების კომიტეტის მისიაა მენეჯერთა ასოციაციის წევრი მენეჯერების, პროფესიონალი ბუღალტრების და აუდიტორების პროფესიული მომზადებისა და განათლების დონის ამაღლება.
კომიტეტის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს სერტიფიცირებული მენეჯერის სტატუსის მინიჭების პროცესში ასოციაციის მიერ მიღებული განათლების სტანდარტით მოთხოვნილი პროფესიული განათლების საუკეთესო გამოცდილების დანერგვას, პოპულარიზაციას და შესაბამისი წესების დაცვის მონიტორინგს.
განათლების კომიტეტი ასოციაციის წევრთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით შეიმუშავებს საერთაშორისო ასოციაციის მიერ მიღებული განათლების საერთაშორისო სტანდარტების ბაზაზე, მეთოდოლოგიას და განათლების სტანდარდატებს და ქმნის სერტიფიცირების პროგრამებს; სასწავლო-მეთოდურ ცენტრს; ამტკიცებს სასერტიფიკაციო-სასწავლო პროგრამებს; ამტკიცებს განგრძობითი სწავლების პროგრამებს; ადგენს სასერტიფიკაციო-საკვალიფიკაციო კურსის ხანგრძლივობას; განსაზღვრავს კურსების ჩატარების დროს და ადგილს, ხანგრძლივობას; ასოციაციის კანონით განსაზღვრული ფუნქციების და კომიტეტის დასახული მიზნების მისაღწევად. ასოციაციის პროფესიული განათლების კომიტეტი ახორციელებს: პროფესიული განათლების კრიტერიუმების განსაზღვრას; პროფესიული სერტიფიცირების დებულების შემუშავებას, სრულყოფას და აღსრულებას, მონიტორინგის; პროფესიული სერტიფიცირების პროგრამების შემუშავებას; განგრძობითი სწავლების პროგრამების შემუშავებსა და ამ პროგრამების დანერგვას, სრულყოფას და აღსრულების მონიტორინგს; ასევე პროფესიული სერტიფიცირების შემდგომი განათლების კონცეფციის შემუშავებას; სასერტიფიკაციო გამოცდების ვადებისა და ჩატარების ადგილის დადგენას; სერტიფიცირების გამოცდების კომისიის შექმნას; საგამოცდო დისციპლინებისა და საკითხების ნუსხის დადგენას. განიხილავს სერტიფიცირების პროცესში ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების პრინციპებს. კანონით და ასოციაციის სხვა დებულებებით მასზე დაკისრებული გადაწყვეტილებების მიღებას და ქმედებების განხორციელებას კომიტეტის დებულების მუდმივი სრულყოფასა და განახლებას; ისევე როგორც მენეჯერთა განათლების ხარისხისა და ცნობიერების ამაღლებას; არაფორმალური განათლების მიმართულების განვითარება/გაძლიერებას; ასევე მენეჯერთა დატრენინგება და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.
ასევე კომიტეტის ფუნქციებში შედის მენეჯერთა ასოციაციის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მენეჯერთა ასოციაციის სფეროში საგანმანათლებლო პროექტების (ტრენინგების, სემინარების) ჩატარების უზრუნველყოფა.
კომიტეტის თამჯდომარე