ასოციაციის წევრების რაოდენობა

124

ინდივიდუალური წევრი

48

კორპორატიული წევრი

1600

ასოცირებული წევრი

ასოციაციის წევრები არიან უმსხვილესი ქართული და უცხოური კომპანიები, ასევე წამყვანი მენეჯერები, რომლებიც ასოციაციასთან თანამშრომლობით იღებენ უამრავ შესაძლებლობებს და ბენეფიტებს.

ინდივიდუალური პაკეტები გათვლილია კერძო პირებზე. ესენი შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სფეროს და დონის მოქმედი მენეჯერი, ხელმძღვანელები და დირექტორები, მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტები, ასევე მენეჯმენტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი.

ხშირად დასმული კითხვები?

რა არის მენეჯერთა ასოციაციაციის ძლიერი მხარე?

ასოციაციის ძლიერი მხარეა გუნდი – ცოდნით, გამოცდილებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციული მხარდაჭერით.
ასევე ძლიერი მხარეა ორგანიზაციის თითეული წევრი თავიანთი კომპეტენციით და წარმოდგენილი ორგანიზაციებით.

ვინ შეიძლება გახდეს ასოციაციის წევრი?

ასოციაციის ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი სფეროს და დონის მოქმედი მენეჯერი, მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტები, ასევე მენეჯმენტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი. ხოლო ნამდვილი წევრი (ინდივიდუალური ან კორპორატიული), მხოლოდ კომპანია ან მოქმედი მენეჯერი.

როგორ შეიძლება გახდე ასოციაციის წევრი?

ასოციაციის ასოცირებული წევრობისათვის უნდა გადახვიდეთ მენიუში გაწევრიანება – ასოცირებული წევრობა და შეავსოთ სპეციალური ანკეტა. ასევე შეგიძლიათ დაემატოთ სპეციალურ ფეისბუქ ჯგუფს “დირექტორთა და მენეჯერთა კლუბი”.

რა სხვაობაა ასოცირებულ და ნამდვილ წევრობას შორის?

ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი, ხოლო ნამდვილი წევრობის (ინდივიდუალური და კორპორატიული) მისაღებად მენეჯერს თუ კომპანიას სჭირდება გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხოლო ნამდვილი წევრობისათვის (ინდივიდუალური ან კორპორატიული) საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება.