ეთო მახვილაძე
ეთო ფლობს 14 + წლიან სამუშაო გამოცდილებას ტრენინგების ჩატარებასა და ორგანიზაციის მართვაში. მან თავისი კარიერა დაიწყო 2007 წელს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შემდეგ განაგრძო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოცოაციაში პროექტების მენეჯერად, ხოლო 2010 წელს დააარსა ეროვნული სასწავლო ცენტრი და მის გუნდთან ერთად დღემდე აქტიურად ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს.
ეთოს დამთავრებული აქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ასევე ფლობს ინგლისურსა და რუსულს, კომპიუტერულ უნარებსა და მენეჯმენტს. ფლობს არაერთ საერთაშორისო სერტიფიკატს.