თამუნა ჩოხელი
21 წლიანი გამოცდილება მეწარმეობის, მენეჯმენტის, ბიზნეს დაგეგმვის, ფინანსური ანალიზის, პროგრამული უზრუნველყოფის, საგადასახადო ოპერაციების და ანალიტიკური დასკვნების სფეროში. არის კომუნიკაბელური, დეტალებზე კონცენტრირებული, აქვს სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. მას სიღრმისეული გამოცდილება ეხმარება საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში.
1997 წლიდან თამუნა მუშაობდა აუდიტორულ კომპანიაში ბუღალტრად, 2006-2007 წლებში იყო პეტროლ ოფისის მთავარი ბუღალტერი, 2007-2009 წლებში „CASPER computers“-ის ფინანსური მენეჯერი, 2009 წელს იყო სადისტრიბუციო კომპანიის მთავარი ბუღალტერი, ამავე წლიდან 2011 წლამდე მთავარ ბუღალტრად მუშაობდა ასევე სუპერმარკეტების ქსელ „ ორ ნაბიჯ“-ში, 2011-2012 წლებში ის გახდა სამშენებლო კომპანიის ფინანსური მენეჯერი, 2012 წელს სამედიცინო ცენტრი „იუნონა“-ს მთავარი ბუღალტერია. პარალელურად 2009 წლიდან დღემდე მშენებლობის ინსპექტირების ორგანოში საქმიანობს, სადაც მას ევალება ყველა სახის ფინანსური (მოგება-ზარალი,ბალანსი, cashflow) და საგადასახადო (დღგ-ს, საშემოსავლოს,მოგების და ქონების დეკლარირება) ანგარიშის მომზადება დამფუძნებლების და საგადასახადოსთვის.