მენეჯმენტის აუდიტი
მენეჯმენტის აუდიტი გულისხმობს კომპანიის სხვადასხვა დონის მენეჯერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და განხორციელებული მოქმედებების სისტემურ შესწავლა-შეფასებას. ის მოიცავს კომპანიის ორგანიზაციული სისტემის, პოლიტიკის, სტრუქტურის, მიზნების და პროცედურების ანალიზს, იმისათვის, რომ განსაზღვროს თუ რამდენად ეფექტურია კომპანიის მართვა. მენეჯმენტის აუდიტი ფოკუსირდება კომპანიის მენეჯმენტის მიერ განხორცილელებული კონტროლის მექანიზმების შედეგიანობაზე, ეფექტურობაზე და შესაბამისობაზე.
მარტივად, რომ ვთქვათ მენეჯმენტის აუდიტი ცდილობს გასცეს პასუხი შეკითხვას რამდენად სრულყოფილად არის ორგანიზებული კომპანიის მართვა
ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამფუძნებლებს ან ტოპ მენეჯერებს სურთ უფრო დეტალურად დაინახონ ის გამოწვევები, შესაძლებლობები თუ პრობლემები, რომლის წინაშეც კომპანია აღმოჩნდა, მაგრამ მათ ამისათვის არ ყოფნით დრო და გამოცდილება, რადგან როცა ყოველდღიურად ერთი და იმავე რუტინულ საქმეებში ხართ ჩართული, რთული ხდება დეტალების გარჩევა. ასევე, არის შემთხვევები, როცა კომპანიაში არსებული პრობლემების ფონზე ხელმძღვანელობას უჭირს გარკვეული შესაძლებლობების დანახვა, სწორედ ამიტომ კომპანიების მენეჯერები მიმართავენ კომპანიის მენეჯმენტის აუდიტის სერვისს.
საბოლოო ჯამში კი არასწორ მენეჯმენტს, კომპანიის მიერ შემოსავლების დაკარგვამდე ან საერთოდ დახურვამდე მივყავართ.
კომპანიების 90%-ის შემთხვევაში ყოველთვის არის შესაძლებელი მისი უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა და მეტად განვითარება. ამასთან, მუშაობის სპეციფიკა ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია და ყალიბდება უამრავი შიდა კვლევების და ანალიზის საფუძველზე.
თუ გსურთ აამოქმედოთ თქვენი კომპანიის შესაძლებლობები სრულად, რომელთა დანერგვისა და გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ კომპანიის მოგების გაზრდას
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენს ექსპერტებსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის ხდება წინასწარი შეთანხმება თუ რა რგოლები, რა ნიუანსები საჭიროებენ შემოწმებას, რის შემდეგაც ვიწყებთ აუდიტს. ჩვენ ექსპერტები გააანალიზებენ ყველა პრობლემას და შესაძლებლობას, რომელიც აქვს თქვენს კომპანიას. ასევე, შეხვდებიან თქვენს თანამშრომლებს და სპეციალურად მომზადებული კითხვების საშუალებით მიიღებენ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას მათი მხრიდან, გამოარკვევენ კომპანიის მდგომარეობასა და არსებულ შესაძლებლობებს.
ჩვენი ექსპერტები ჩაატარებენ კომპანიის მენეჯმენტის აუდიტს და მენეჯმენტს დაუდებენ სურათს, რაც სრულფასოვნად ასახავს კომპანიაში არსებულ სიტუაციას, ასევე მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
სარგებელი
მენეჯმენტის აუდიტი კომპანიის ხელმძღვანელობას აძლევს სრულ სურათს კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სარგებელი
მენეჯმენტის აუდიტი ეხმარება კომპანიის ხელმძღვანელობას უფრო ეფექტურად მართონ ორგანიზაცია და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
სარგებელი
მენეჯმენტის აუდიტი ეხმარება კომპანიის ხელმძღვანელობას მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
სარგებელი
მენეჯმენტის აუდიტი საშუალებას აძლევს კომპანიის ხელმძღვანელობას მნიშვნელოვნად შეამცირონ ხარჯები.
ხშირად დასმული კითხვები?
რა არის მენეჯერთა ასოციაციაციის ძლიერი მხარე?
ასოციაციის ძლიერი მხარეა გუნდი – ცოდნით, გამოცდილებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციული მხარდაჭერით.
ასევე ძლიერი მხარეა ორგანიზაციის თითეული წევრი თავიანთი კომპეტენციით და წარმოდგენილი ორგანიზაციებით.
ვინ შეიძლება გახდეს ასოციაციის წევრი?
ასოციაციის ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი სფეროს და დონის მოქმედი მენეჯერი, მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტები, ასევე მენეჯმენტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი. ხოლო ნამდვილი წევრი (ინდივიდუალური ან კორპორატიული), მხოლოდ კომპანია ან მოქმედი მენეჯერი.
როგორ შეიძლება გახდე ასოციაციის წევრი?
ასოციაციის ასოცირებული წევრობისათვის უნდა გადახვიდეთ მენიუში გაწევრიანება – ასოცირებული წევრობა და შეავსოთ სპეციალური ანკეტა. ასევე შეგიძლიათ დაემატოთ სპეციალურ ფეისბუქ ჯგუფს “დირექტორთა და მენეჯერთა კლუბი”.
რა სხვაობაა ასოცირებულ და ნამდვილ წევრობას შორის?
ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი, ხოლო ნამდვილი წევრობის (ინდივიდუალური და კორპორატიული) მისაღებად მენეჯერს თუ კომპანიას სჭირდება გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხოლო ნამდვილი წევრობისათვის (ინდივიდუალური ან კორპორატიული) საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება.