ასოციაციის წევრების რაოდენობა
ინდივიდუალური წევრი
კორპორატიული წევრი
ასოცირებული წევრი
ასოციაციის წევრები არიან უმსხვილესი ქართული და უცხოური კომპანიები, ასევე წამყვანი მენეჯერები, რომლებიც ასოციაციასთან თანამშრომლობით იღებენ უამრავ შესაძლებლობებს და ბენეფიტებს.
კორპორატიული პაკეტი A
წლიური ღირებულება 5 200 ლარი
პაკეტი A მოიცავს:
მხარდაჭერა
• ასოციაციის კომიტეტებში დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა თქვენთვის საინტერესო თემაზე თუ საკითხზე, მათი განხილვა და პრობლემური საკითხების საჯაროდ დაყენება, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციებში თუ სხვა ასოციაციებში;
• ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიებებზე თქვენი წარმომადგენლის დასწრება და საკუთარი პრეზენტაციების წარდგენა (მათ შორის სარეკლამო);
• უფასო იურიდიული და ბიზნეს კონსულტაციები;
• კომპანიის მიმდინარე მენეჯმენტის უფასო დიაგნოსტიკა და 30-50% ფასდაკლებები მენეჯმენტის აუდიტზე;
• ასოციაციის პარტნიორი კომპანიების მენეჯერების წარდგენა ასოციაციის სხვადასხვა ნომინაციებში: „წლის საუკეთესო მენეჯერი“, „TOP-10 ქართველი მენეჯერი”, სხვადასხვა სფეროს საუკეთესო მენეჯერები და სხვა;
• ასოციაციის პარტნიორი კომპანიების წარდგენა ნომინაციებში: საუკეთესო ქართული კომპანია მენეჯმენტის კუთხით, სფეროების მიხედვით, საუკეთესო ქართული კომპანიები მენეჯმენტის ხარისხის მიხედვით და სხვა;
• ასოციაციის პარტნიორი კომპანიის და მათი წარმომადგენლების პრიორიტეტული მომსახურება მენეჯერის და კომპანიების რეიტინგის მომზადებისას;
• ასოციაციის კომიტეტების, ფორუმებისა და პარტნიორობის ღონისძიებებზე თქვენი წარმომადგენლის დასწრება და თემების შეთავაზების შესაძლებლობა;
• მენეჯერთა ასოციაციის სხვადასხვა სარეკლამო, საინფორმაციო და საანგარიშო მასალაზე თქვენი კომპანიის ლოგოს განთავსება;
• მენეჯერთა ასოციაციის წევრად მედიაში / საჯარო დაწესებულებებში მენეჯერთა ასოციაციის სახელით პოზიციონირების შესაძლებლობა ასოციაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით;
სამთავრობო დაწესებულებებთან ურთიერთობა
• მენეჯერთა ასოციაციის სახელით სამთავრობო უწყებებისათვის მიმართვის შესაძლებლობა;
• სამინისტროების და დეპარტამენტების საზოგადოებრივ საბჭოებში, სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოები, კომპანიის წარმომადგენლების დელეგირების შესაძლებლობა;
• მენეჯერთა ასოციაციის სახელით გამოსვლა სხვადასხვა შეხვედრებზე და ინიციატივების დაყენება (ასოციაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით);
• დახმარება მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზების საკითხებში;
სერვისები
• მენეჯერთა ასოციაციის ბორდის წევრების ან პრეზიდენტის პირადი ზედამხედველობა და ჩართულობა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში;
• მენეჯერთა ასოციაციის სერტიფიკატის მოპოვება;
• მენეჯერთა ასოციაციის პლატფორმაზე მიზნობრივი ღონისძიების ორგანიზება (მენეჯერთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორატთან შეთანხმებით);
• ასოციაციის სხვა პარტნიორებთან კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა;
განათლება
• მენეჯერთა ასოციაციის მიერ თქვენი კომპანიის და თანამშრომლების საგანმანათლებლო მხარდაჭერა;
• მენეჯერთა აკადემიის ბაზაზე თქვენი კომპანიის თანამშრომლების გადამზადება, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება, და პროფესიული ტრენინგების ჩატარება (2 ნებისმიერი უფასო ტრენინგი თანამშრომლებისათვის ყოველწლიურად და სხვა ტრენინგებსა თუ კურსებზე 50-70% ფასდაკლება);
• მენეჯერთა აკადემიაში სწავლის და სერტიფიცირებული მენეჯერის სტატუსის მოპოვებაში მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი შეღავათები (20-30%);
მონაწილეობა
• მენეჯერთა ასოციაციის საერთო კრებებში მონაწილეობა და მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხების დაყენება;
• მენეჯერთა ასოციაციის განვითარების სტრატეგიის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
• მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა;
• მენეჯერთა ასოციაციის ბორდში არჩევის შესაძლებლობა;
• მენეჯერთა ასოციაციის ბორდში წარმომადგენლის ჩართვს შესაძლებლობა;
• მენეჯერთა ასოციაციის და პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობა (თუკი ღონისძიება ფასიანია 30-50% ფასდაკლება);
ინფორმაცია
• მენეჯერთა ასოციაციის საქმიანობის სრული საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის და ბიზნესის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დროულ მოწოდებას;
• მონაცემთა ბაზის საფუძველზე ინტერესების საქმიანი კონტაქტების შესახებ კითხვების მომზადება;
• კომპანიის მასალების მიზნობრივი განაწილება ინტერესის მენეჯერების კატეგორიისთვის (აღმასრულებელ მენეჯმენტთან შეთანხმებით);
• თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება მენეჯერთა ასოციაციის ვებგვერდზე საანგარიშგებო დოკუმენტებში / პუბლიკაციებში / სტატიებში;
კორპორატიული პაკეტი A – უპირატესობები
თქვენ იღებთ წვდომას ასოციაციის ყველა სერვისზე და სრულ მხარდაჭერას.
ეს კი თავის მხრივ თქვენი ბიზნესის დაცულობის და მუდმივი განვითარების გარანტიაა, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების პირობებში.