ასოციაციის წევრების რაოდენობა
ინდივიდუალური წევრი
კორპორატიული წევრი
ასოცირებული წევრი
ასოციაციის წევრები არიან უმსხვილესი ქართული და უცხოური კომპანიები, ასევე წამყვანი მენეჯერები, რომლებიც ასოციაციასთან თანამშრომლობით იღებენ უამრავ შესაძლებლობებს და ბენეფიტებს.
კორპორატიული პაკეტი C
წლიური ღირებულება 1 200 ლარი
მხარდაჭერა
• ასოციაციის კომიტეტების, ფორუმებისა და პარტნიორობის ღონისძიებებზე თქვენი წარმომადგენლის დასწრება და თემების შეთავაზება;
• ასოციაციის კომიტეტებში დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა თქვენთვის საინტერესო თემაზე თუ საკითხზე და მათი განხილვა;
• კომპანიის მიმდინარე მენეჯმენტის დიაგნოსტიკა და მენეჯმენტის აუდიტი (ფასდაკლებები 5-20%);
• ასოციაციის პარტნიორი კომპანიების მენეჯერების წარდგენა ასოციაციის სხვადასხვა ნომინაციებში: „წლის საუკეთესო მენეჯერი“, „TOP-10 ქართველი მენეჯერი”, სხვადასხვა სფეროს საუკეთესო მენეჯერები და სხვა;
• ასოციაციის პარტნიორი კომპანიების წარდგენა ნომინაციებში: საუკეთესო ქართული კომპანია მენეჯმენტის კუთხით, სფეროების მიხედვით, საუკეთესო ქართული კომპანიები მენეჯმენტის ხარისხის მიხედვით და სხვა;
სამთავრობო დაწესებულებებთან ურთიერთობა
• მენეჯერთა ასოციაციის სახელით გამოსვლა სხვადასხვა შეხვედრებზე და ინიციატივების დაყენება (ასოციაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით);
• დახმარება მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებაში;
სერვისები
• მენეჯერთა ასოციაციის სერტიფიკატის მოპოვება;
• მენეჯერთა ასოციაციის პლატფორმაზე მიზნობრივი ღონისძიების ორგანიზება (მენეჯერთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორატთან შეთანხმებით);
• ასოციაციის სხვა პარტნიორებთან კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა;
განათლება
• მენეჯერთა ასოციაციის მიერ თქვენი კომპანიის და თანამშრომლების საგანმანათლებლო მხარდაჭერა;
• მენეჯერთა აკადემიის ბაზაზე თქვენი კომპანიის თანამშრომლების გადამზადება, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება, და პროფესიული ტრენინგების ჩატარება (1 უფასო ტრენინგი ყოველწლიურად და სხვა ტრენინგებსა თუ კურსებზე 5-20% ფასდაკლება);
• მენეჯერთა აკადემიაში სწავლის და სერტიფიცირებული მენეჯერის სტატუსის მოპოვებაში მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი შეღავათები (5-20%);
მონაწილეობა
• მენეჯერთა ასოციაციის საერთო კრებებში მონაწილეობა და მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხების დაყენება;
• მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა;
• მენეჯერთა ასოციაციის ბორდში არჩევის შესაძლებლობა;
• მენეჯერთა ასოციაციის და პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობა (თუკი ღონისძიება ფასიანია 5-20% ფასდაკლება);
ინფორმაცია
• მენეჯერთა ასოციაციის საქმიანობის სრული საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის და ბიზნესის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დროულ მოწოდებას;
• თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება მენეჯერთა ასოციაციის ვებგვერდზე საანგარიშგებო დოკუმენტებში / პუბლიკაციებში / სტატიებში;
კორპორატიული პაკეტი C – უპირატესობები
თქვენ იღებთ წვდომას ასოციაციის ძირითად სერვისებზე და ასოციაციის მხარდაჭერას თქვენთვის მნიშვნელოვან ფინანსურ, იურიდიულ, საკანონმდებლო თუ სხვა საკითხებზე.
ეს კი თავის მხრივ თქვენი ბიზნესის დაცულობის და მუდმივი განვითარების გარანტიაა, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების პირობებში.