მენეჯერთა აკადემია

მენეჯერთა ასოციაციის მიერ ჩამოყალიბდა პროფესიული სასწავლებელი „მენეჯერთა აკადემია“. აკადემია მიუხედავად შედარებით ახალგაზრდა ასაკისა უკვე წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში.

რა წარმოადგენს აკადემიის მიზანს?

„მენეჯერთა აკადემიის“ მთავარი მიზანია მოქმედი და მომავალი მენეჯერებისათვის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემა, კანონმდებლობის, მენეჯმენტის, მართვის, ბიზნესის სფეროებში, ზოგადი ცოდნის ხარისხის გაუმჯობესება და ამაღლება. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მოწინავე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი შემუშავებულია შესაბამისი დარგების წამყვანი სპეციალისტების მიერ ქართული რეალობის გათვალისწინებით.

სასერტიფიკაციო პროგრამის სასწავლო კომპონენტების განსახორციელებლად გამოიყენება ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა, დამოუკიდებელი მუშაობა, მენტორინგი და კონსულტაცია. სწავლის პროცესში, კონკრეტული სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიყენება სწავლის შემდეგი მეთოდები, რომელიც მოცემულია სასწავლო კურსის პროგრამებში (სილაბუსებში): დისკუსია/დებატები, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), შემთხვევების შესწავლა (Case study), გონებრივი იერიში (Brain storming), დემონსტრირების, ინდუქციის, დედუქციის, ანალიზის, სინთეზის, ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი, ახსნა-განმარტებითი მეთოდები, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, ელექტრონული სწავლება (Elearning).

საწავლო პროგრამის შედეგები:

  • იცნობს თანამედროვე ბიზნესის არსს, თავისებურებებსა და გამოწვევებს;
  • აფასებს ეკონომიკურ მოვლენებს, პროცესებს და აკავშირებს ბიზნესთან;
  • არჩევს ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოსთან კომუნიკაციის ფორმებს;
  • იყენებს ორგანიზაციის რესურსების მართვის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს;
  • ავლენს ინდივიდუალური და გუნდური ქცევის მოტივებს და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას;
  • შეიმუშავებს პროექტს და ასაბუთებს მის განხორციელებადობას რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი კვლევით და მისი შედეგების კომუნიკაციით;
  • განასხვავებს ბიზნეს სტრატეგიების სახეებს და მსჯელობს მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ;
  • იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს მენეჯერული ფუნქციების განხორციელების პროცესში;
  • ანვითარებს მენეჯერული აზროვნების ხუთ კომპონენტს: რეფლექსური აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, გლობალური აზროვნება, თანამშრომლობაზე ორიენტირებული აზროვნება, ქმედებაზე ორიენტირებული აზროვნება;
  • ახორციელებს დაგეგმვას, ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და კონტროლს გუნდში მუშაობისას ან დამოუკიდებლად და აცნობიერებს ამ პროცესში ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს.
  • ცოდნა და გაცნობიერების, პრაქტიკაში გამოყენების, კრიტიკული ანალიზის, შეფასების, დასკვნის, მართვის უნარების, კომუნიკაციიის ათვისება და ფლობა, რომლის მიღწევაც სავალდებულოა კანდიდატისთვის/სერტიფიცირებული მენეჯერისთვის.

აკადემიის სასწავლო პროგრამების აღწერა: 

სწავლების ფორმები და მეთოდები:

სასერტიფიკაციო პროგრამის სასწავლო კომპონენტების განსახორციელებლად გამოიყენება ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა, დამოუკიდებელი მუშაობა, მენტორინგი და კონსულტაცია. სწავლის პროცესში, კონკრეტული სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიყენება სწავლის შემდეგი მეთოდები, რომელიც მოცემულია სასწავლო კურსის პროგრამებში (სილაბუსებში): დისკუსია/დებატები, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), შემთხვევების შესწავლა (Case study), გონებრივი იერიში (Brain storming), დემონსტრირების, ინდუქციის, დედუქციის, ანალიზის, სინთეზის, ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი, ახსნა-განმარტებითი მეთოდები, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, ელექტრონული სწავლება (Elearning).

სასწავლო პროგრამის ტრენერები და ლიტერატურა:

კურსის ფარგლებში მენეჯერთა აკადემიის მიერ მოწვეული იქნებიან ქართველი და საერთაშორისო ტრენერები და პრაქტიკოსი მენეჯერები.

ინფორმაცია პროგრამის ავტორების და ლექტორების შესახებ ყოველწლიურად იცვლება და მოცემულია პროგრამის აღწერაში.

სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად იცვლება და  მოცემულია პროგრამის სილაბუსში.

სასწავლო პროგრამის გამოცდები

კურსის დამთავრების შემდეგ კანდიდატები აბარებენ გამოცდას, რაც სასერტიფიკაციო პროცესის აუცილებელია ეტაპია. საგამოცდო პროცესს ახორციელებს ააიპ მენეჯერთა ასოციაციის განათლების კომიტეტი. შეფასება ხდება წერილობითი  გამოცდის და გასაუბრების ჩატარებით. საგამოცდო ბილეთებს ამზადებს პროგრამის ტრენერები. წერითი, გამოცდისთვის განკუთვნილია 4 საათი. შეფასება წარმოებს 100 ქულიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ 50 ქულის ან მეტის მიღების შემთხვევაში. გასაუბრება მოიცავს სასწავლო პროგრამის საკითხებიდან არჩევით ერთ საკითხზე მსჯელობას.

ხარისხის კონტროლი:

მენეჯერთა აკადემიამ შეიმუშავა ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც მოიცავს სასერტიფიკაციო პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს, მათ შორის, სწავლებასა და სწავლას, ხელმძღვანელობას და ადმინისტრირებას.  ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემა იძლვა საკმარის ანალიტიკურ ინფორმაციას პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირებისათვის, რათა მუდმივად ხდებოდეს სასერტიფიკაციო პროგრამის ხარისხის განვითარება.

სასერტიფიკაციო პროგრამების/სასწავლო კურსის/ცალკეული დისციპლინების (საგნების) სილაბუსები ექვემდებარებიან განახლებას არაუგვიანეს 1 წლის ვადაში, საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებში (იგულისხმება საქართველოს შრომის კოდექსი) განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.

მენეჯერთა აკადემია ხარისხის უზრუნველყოფისათვის იყენებს შიდა და გარე შეფასების მექანიზმებს, მათ შორის, თვითშეფასების ანგარიშს; პროგრამების შეფასების ფორმასა და კრიტერიუმებს. ყოველწლიურად ახორციელებს ამ კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამის შიდა შეფასებას, შეიმუშავებს პროგრამის სრულყოფის, მოდიფიცირებისა და განახლების თაობაზე რეკომენდაციებს; უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის (საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების) და მასში ჩართული პერსონალის ყოველწლიურ შეფასებასა და მონიტორინგს; ლექტორების, ინსტრუქტორებისა და ექსპერტების ანგარიშების მომზადებასა და მონიტორინგს; კანდიდატთა გამოკითხვის კითხვარის შემუშავებასა და გამოკითხვის ორგანიზებას სასწავლო კურსისა და საგამოცდო პროცესის ყოველ ეტაპზე;  სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, მათ თაობაზე თემატური სემინარების ორგანიზებას და უცხოური პრაქტიკის შესწავლას.

ინფორმაცია ტრენერების შესახებ:

კურსის ფარგლებში მენეჯერთა აკადემიის მიერ მოწვეული იქნებიან ქართველი და საერთაშორისო ტრენერები და პრაქტიკოსი მენეჯერები.

ინფორმაცია პროგრამის ავტორების და ლექტორების შესახებ ყოველწლიურად იცვლება და მოცემულია პროგრამის აღწერაში.

სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად იცვლება და  მოცემულია პროგრამის სილაბუსში.

მენეჯერთა აკადემია

საუკეთესო ადგილია მენეჯერებისათვის აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიაღწიონ მეტ წარმატებას

მენეჯერთა აკადემიის

ბევრი კურსდამთავრებული წარმატებულად მუშაობს სხვადასხვა მმართველ თანამდებობებზე

მენეჯერთა აკადემიაში

ყოველთვის წარმოდგენილია მოწინავე სასწავლო პროგრამები და პრაქტიკა

მენეჯერთა აკადემიის

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროა მსხვილი და საშუალო კომპანიები, კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის საწარმოები და ორგანიზაციები.