იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

იურიდიული კომიტეტის პირველი ძირითადი მიმართულება ეს არის იურიდიული საქმიანობა. იმ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა, რომლებიც განსაზღვრულია ასოციაციის ბორდის მიერ. ასევე კომიტეტის პასუხისმგებლობის სფეროს მიკუთვნებული იმ საკითხების განხილვა, რომელსაც ირჩევს მენეჯერთა ასოციაცია და სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის წამყვანი. ამ მხრივ მენეჯერთა ასოციაციის სიახლე გახლავთ ის რომ, რომ ჩვენ პირველად გავწერეთ, თუ როგორი უნდა იყოს კომიტეტის სტრატეგიული მიზანი კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

იურიდიული კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში წარმოდგენილია ის კანონპროექტები, რომელთა ინიცირებასაც გეგმავს მენეჯერთა ასოციაცია. საკანონმდებლო საქმის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრულია მენეჯერთა ასოციაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი საკანონმდებლო რეაგირება მისი დახვეწის მიზნით და საჭიროებისამებრ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება,

ასევე იურიდიული კომიტეტის ძირითადი მიმართულებაა საკომიტეტო კონტროლის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმათა მხარდაჭერას და ასევე, ასოციაციის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელშეწყობას. ამასთანავე შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს მენეჯერთა საკითხებზე, რომელსაც წარუდგენს ასოციაციაციის თავმჯდომარესა და ბორდის წევრებს.

ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს.

აღმასრულებელი საბჭოსათვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე. აანალიზებს ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკას, ატარებს კვლევებს.