ასოციაციის წევრების რაოდენობა

124

ინდივიდუალური წევრები

48

კორპორატიული წევრები

1600

ასოცირებული წევრი

ასოციაციის ასოცირებული წევრები იღებენ უამრავ შესაძლებლობებს და ბენეფიტებს:

ნეთვორქინგი და კომუნიკაცია

ყოველწლიურად ასოციაცია ატარებს ღონისძიებებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის კონფერენციებს, ბიზნეს შეხვედრებს, პროფესიულ ტრენინგებს, კომიტეტების შეხვედრებს, სახელმწიფო ორგანოებთან შეხვედრებს, არაფორმალურ ღონისძიებებს.

შეხვედრებს ხშირად ესწრებიან არაკომერციული ორგანიზაციების, საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებთანაც შეგიძლიათ განავითაროთ თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები. ახალი ნაცნობების შეძენა, გამოცდილების გაცვლა სხვა წამყვან მენეჯერებთან, ახალი საქმიანი კონტაქტები, პოტენციური კლიენტები და პარტნიორები მხოლოდ ზოგიერთი შესაძლებლობაა, რომელსაც ასოციაცია გთავაზობთ.

ცნობადობის ამაღლება

ასოციაციის ღონისძიებებზე გამოსვლები ხელს უწყობს მისი წევრების ცნობადობის ამაღლებას, ზრდის მათ პოპულარობას მსხვილი კომპანიების წამყვან მენეჯერებს შორის.

კორპორატიულ და ინდივიდუალურ წევრებს აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ კომპანიის ბრენდი, როგორც პარტნიორი, გამოვიდნენ, როგორც მომხსენებელი ან მონაწილე ასოციაციის ყველა ღონისძიებებში. ასოციაციის პარტნიორებს და წევრებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ხედვები სხვადასხვა საკითხებზე, დააყენონ მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხები კომიტეტების სხდომებზე, მიიღონ მხარდაჭერა ასოციაციიდან, მართონ და განავითარონ საკუთარი საკუთარი ექსპერტული პლატფორმა (კომიტეტი) კონკრეტულ თემაზე.

უმსხვილესი მედია-კომპანიები არიან ასოციაციის საინფორმაციო პარტნიორები და აშუქებენ ასოციაციის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას.

რეპუტაციის და სტატუსის დადასტურება

მენეჯერთა ასოციაციის წევრობა ადასტურებს მაღალ რეპუტაციას, განსაკუთრებულ პოზიციას ბიზნეს საზოგადოებაში, საიმედო კომპანიის იმიჯს კლიენტების, პარტნიორებისა და ინვესტორების თვალში.
ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოიყენოს წევრის სტატუსი, რომელიც დადასტურებულია ასოციაციის შესაბამისი სერტიფიკატით, გარე და შიდა კომუნიკაციებში, სამთავრობო ორგანოებთან, საჯარო დაწესებულებებთან და მედიასთან ურთიერთობისას.

ურთიერთქმედება საზოგადოებასთან და მთავრობასთან

მენეჯერთა ასოციაცია ეხმარება თავის წევრებს და ატარებს ერთობლივ ბიზნეს შეხვედრებს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასოციაციის წევრებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ სამთავრობო უწყებებს მენეჯერთა ასოციაციის დახმარებით.

ტრენინგები და სასწავლო პროცესები

ასოციაციასთან მოქმედი „მენეჯერთა აკადემიის“ მეშვეობით ატარებს, როგორც უფასო, ასვევ ფასიან (შეღავათიან) ტრენინგებს და მართავს სასწავლო პროცესებს, თავისი კორპორატიული და ინდივიდუალური წევრებისათვის.

ასოციაციაში გასაწევრიანებლად (უფასოდ) შეავსეთ განაცხადი

ასოცირებულ წევრებს ასევე შეუძლიათ დემატონ სპეციალურად მენეჯერებისა და დირექტორებისათვის შექმნილ ფეისბუქ გვერდს. რაც შესანიშნავ საშუალებას გაძლევთ განავითაროთ თანამშრომლობა და დაამყაროთ საჭირო კავშირები, ასევე იყოთ მენეჯმენტის სფეროში მომხდარი უახლოესი სიახლეების კურსში.