ასოციაციის წევრების რაოდენობა

124

ინდივიდუალური წევრი

48

კორპორატიული წევრი

1600

ასოცირებული წევრი

ასოციაციის წევრები არიან უმსხვილესი ქართული და უცხოური კომპანიები, ასევე წამყვანი მენეჯერები, რომლებიც ასოციაციასთან თანამშრომლობით იღებენ უამრავ შესაძლებლობებს და ბენეფიტებს.

კორპორატიული პაკეტი B

წლიური ღირებულება 2 800 ლარი

მხარდაჭერა

• ასოციაციის კომიტეტებში დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა თქვენთვის საინტერესო თემაზე თუ საკითხზე, მათი განხილვა და პრობლემური საკითხების საჯაროდ დაყენება, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციებში თუ სხვა ასოციაციებში;

• ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიებებზე თქვენი წარმომადგენლის დასწრება და საკუთარი პრეზენტაციების წარდგენა (მათ შორის სარეკლამო);

კომპანიის მიმდინარე მენეჯმენტის დიაგნოსტიკა და მენეჯმენტის აუდიტი (ფასდაკლებები 10-30%);

• ასოციაციის კომიტეტების, ფორუმებისა და პარტნიორობის ღონისძიებებზე თქვენი წარმომადგენლის დასწრება და თემების შეთავაზება;

• ასოციაციის პარტნიორი კომპანიების მენეჯერების წარდგენა ასოციაციის სხვადასხვა ნომინაციებში: „წლის საუკეთესო მენეჯერი“, „TOP-10 ქართველი მენეჯერი”, სხვადასხვა სფეროს საუკეთესო მენეჯერები და სხვა;

• ასოციაციის პარტნიორი კომპანიების წარდგენა ნომინაციებში: საუკეთესო ქართული კომპანია მენეჯმენტის კუთხით, სფეროების მიხედვით, საუკეთესო ქართული კომპანიები მენეჯმენტის ხარისხის მიხედვით და სხვა;

• მენეჯერთა ასოციაციის სხვადასხვა სარეკლამო, საინფორმაციო და საანგარიშო მასალაზე თქვენი კომპანიის ლოგოს განთავსება;

• მენეჯერთა ასოციაციის წევრად მედიაში / საჯარო დაწესებულებებში მენეჯერთა ასოციაციის სახელით პოზიციონირების შესაძლებლობა;

სამთავრობო დაწესებულებებთან ურთიერთობა

• მენეჯერთა ასოციაციის სახელით სამთავრობო უწყებებისათვის მიმართვის შესაძლებლობა;

• მენეჯერთა ასოციაციის სახელით გამოსვლა სხვადასხვა შეხვედრებზე და ინიციატივების დაყენება (ასოციაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით);

• დახმარება მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებაში;

სერვისები

• მენეჯერთა ასოციაციის ბორდის წევრების და პრეზიდენტის პირადი ზედამხედველობა და ჩართულობა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში;

• მენეჯერთა ასოციაციის სერტიფიკატის მოპოვება;

• მენეჯერთა ასოციაციის პლატფორმაზე მიზნობრივი ღონისძიების ორგანიზება (მენეჯერთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორატთან შეთანხმებით);

• ასოციაციის სხვა პარტნიორებთან კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა;

განათლება

• მენეჯერთა ასოციაციის მიერ თქვენი კომპანიის და თანამშრომლების საგანმანათლებლო მხარდაჭერა;

• მენეჯერთა აკადემიის ბაზაზე თქვენი კომპანიის თანამშრომლების გადამზადება, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება, და პროფესიული ტრენინგების ჩატარება (2 უფასო ტრენინგი ყოველწლიურად და სხვა ტრენინგებსა თუ კურსებზე 30-50% ფასდაკლება);

• მენეჯერთა აკადემიაში სწავლის და სერტიფიცირებული მენეჯერის სტატუსის მოპოვებაში მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი შეღავათები (10-25%);

მონაწილეობა

• მენეჯერთა ასოციაციის საერთო კრებებში მონაწილეობა და მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხების დაყენება;

• მენეჯერთა ასოციაციის განვითარების სტრატეგიის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

• მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა;

• მენეჯერთა ასოციაციის ბორდში არჩევის შესაძლებლობა;

• მენეჯერთა ასოციაციის და პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობა (თუკი ღონისძიება ფასიანია 10-30% ფასდაკლება);

ინფორმაცია

• მენეჯერთა ასოციაციის საქმიანობის სრული საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის და ბიზნესის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დროულ მოწოდებას;

• მონაცემთა ბაზის საფუძველზე საქმიანი კონტაქტების შესახებ კითხვების მომზადება;

• კომპანიის მასალების მიზნობრივი განაწილება ინტერესის მენეჯერების კატეგორიისთვის (აღმასრულებელ მენეჯმენტთან შეთანხმებით);

• თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება მენეჯერთა ასოციაციის ვებგვერდზე საანგარიშგებო დოკუმენტებში / პუბლიკაციებში / სტატიებში;

კორპორატიული პაკეტი B – უპირატესობები

თქვენ იღებთ წვდომას ასოციაციის მრავალ სერვისზე და მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

ეს კი თავის მხრივ თქვენი ბიზნესის დაცულობის და მუდმივი განვითარების გარანტიაა, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების პირობებში.