იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

იურიდიული კომიტეტის პირველი ძირითადი მიმართულება ეს არის საკანონმდებლო საქმიანობა. საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში წარმოდგენილია ის კანონპროექტები, რომლებსაც გეგმავს მენეჯერთა ასოციაცია ასევე ის საკითხები, რომლებზეც მუშაობს იურდიულ საკითხთა კომიტეტი. ამ მხრივ მენეჯერთა ასოციაციის სიახლე გახლავთ ის რომ, რომ ჩვენ პირველად გავწერეთ, თუ როგორი უნდა იყოს კომიტეტის სტრატეგიული მიზანი კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო საქმის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრულია მენეჯერთა ასოციაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი საკანონმდებლო რეაგირება მისი დახვეწის მიზნით და საჭიროებისამებრ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება,

ასევე კომიტეტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული იმ კანდიდატების განხილვა, რომელსაც ირჩევს მენეჯერთა ასოციაცია და სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის წამყვანი.

იურიდიული კომიტეტის ძირითადი მიმართულებაა საკომიტეტო კონტროლის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმათა მხარდაჭერას და ასევე, ასოციაციის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელშეწყობას.

ასევე კომიტეტის ფუნქციებში შედის მენეჯერთა ასოციაციის  პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მენეჯერთა ასოციაციის სფეროში საგანმანათლებლო პროექტების (ტრენინგების, სემინარების) ჩატარების უზრუნველყოფა.
ამასთანავე შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს მენეჯერთა საკითხებზე, რომელსაც წარუდგენს ასოციაციაციის თავმჯდომარესა და ბორდის წევრებს.
ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს.
აღმასრულებელი საბჭოსათვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე. აანალიზებს ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკას, ატარებს კვლევებს.