მენეჯერთა ტრენინგები

მენეჯერთა აკადემია გარდა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამისა, გთავაზობთ მენეჯერთათვის საინტერესო მოკლევადიან ტრენინგებს: მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, მარკეტინგის და პიარის მიმართულებით.

მენეჯერთა აკადემიის მიერ მოწვეული იქნებიან ქართველი და საერთაშორისო ტრენერები და პრაქტიკოსი მენეჯერები.

ტრენინგების შესახებ ინფორმაცია განთავსება ჩვენს ვებ გვერდზე ——-

მენეჯერთა აკადემიის მიმდინარე ტრენინგებია

სააღრიცხვო პროგრამები და ტრენინგები

ჩვენი სააღრიცხვო პროგრამების წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) ომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

მიზნობრივი ჯგუფი:

კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით.

საოფისე პროგრამები

საოფისე პროგრამები მნიშვნელოვანია თითქმის ყველა სფეროში. მათი გამოყენება აუცილებელია წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, თუ მომსახურების სფეროში.

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ საოფისე პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

გუნდის მართვა

ყველა მენეჯერი თუ მმართველი კარგად აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელობაც აქვს თანამედროვე ბიზნეს განვითარებისა და პროგრესისათვის პროფესიული, ერთგული და შედეგზე ორიენტირებული გუნდის ყოლას. კარგი კილექტივი, რომლეზე დაყრდობაც შეუძლია ხელმძღვანელს, წარმატების საწინდარია ნებისმიერ წამოწყებასა თუ საქმეში.

ვისთვის არის კურსი?

სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა დონის მენეჯერებისათვის, დირექტორებისა თუ ნებსიმიერი დაწესბულების ხელმძღვანელებისათვის. რომლებთაც სურთ ან ნულიდან ცამოაყალიბონ ეფექტური ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო კოლექტივი, ან სურთ უკვე არსებული გუნდის და რესურსების უკეთ ფორმირება და გამოყენება, რათა გააუმჯობესონ საქმიანობის შედეგები, და გუნდის მოქმედება უფრო ეფექტურად და ხარისხიანად გარდაქმნან.

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ

სრულყოფილად შეისწავლოთ ეფექტური გუნდის ფორმირებისათვის საჭირო უნრები და ცოდნა, რასაც გამოიყენებთ თქვენი საქმიანობის პრაქტიკაში. კურსის გავლის შედეგად ჩაწვდებით ეფექტური სამუშაო კოლექტივის შექმნის და ფუნქციონირების თეორიულ, პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ ნიუანსებს და მეთოდებს.

ბიზნეს ტრენინგები

ბიზნეს ტრენინგი არის ტრენინგის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის კონკრეტული თანამშრომლების პროფესიული ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას.

 

მენეჯერთა აკადემიის ბიზნეს ტრენინგები იძლევა პროფესიულ ცოდნას და უნარებს, რისი წყალობითაც თანამშრომლებს შეუძლიათ ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული კონკრეტული სამუშაო დავალებები და ამოცანები. თუმცა, ამასთან ჩვენი აკადემია სულ უფრო მეტად მიმართავს ტრენინგის უფრო ფართო მეთოდებს, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიულად მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებების განვითარებას.

ინფორმაცია ტრენერების შესახებ:

კურსის ფარგლებში მენეჯერთა აკადემიის მიერ მოწვეული იქნებიან ქართველი და საერთაშორისო ტრენერები და პრაქტიკოსი მენეჯერები.

ინფორმაცია პროგრამის ავტორების და ლექტორების შესახებ ყოველწლიურად იცვლება და მოცემულია პროგრამის აღწერაში.

სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად იცვლება და  მოცემულია პროგრამის სილაბუსში.

საუკეთესო ტრენინგები

მენეჯერთა აკადემია გთავაზობთ პრემიუმ კლასის ტრენინგებს ყველა რგოლის მენეჯერისა თუ მმართველისათვის

განვითარება

მენეჯერთა აკადემიის ტრენინგები საუკეთესო საშუალებაა მენეჯერებისათვის, რათა განვითარდნენ და წინსვლა გააგრძელონ

საერთაშორისო აღიარება

მენეჯერთა აკადემია არიარებულია საერთაშორისო დონეზე, როგორც მენეჯერებისატვის განკუთვნილი საუკეთესო ტრენინგ ცენტრი საქართველოში

ტრენინგების მრავალსახეობა

მენეჯერთა აკადემიაში წარმოდგენილია მრავალი სახის მენეჯერთათვის საჭირო და აუცილელებელი ტრენინგი