ჩვენ შესახებ
მენეჯერთა ასოციაცია ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს გაერთიანებაა საქართველოში. ასოციაციის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი მენეჯერების პროფესიულ განვითარებას, პროფესიული ნეთვორქინგისა და კავშირების დამყარებას, მენეჯმენტის სფეროსა და კორპორატიული მმართველობის განვითარებას, მენეჯმეტის საერთაშორისო და სოციალურად პასუხისმგებელ ბიზნეს სტანდარტებზე გადასვლას, ქართული ბიზნესის მსოფლიო გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას.
მენეჯერთა ასოციაციაში ამჟამად გაერთიანებულნი არიან მენეჯმენტის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები, მენეჯერები და დირექტორები, რომელთაც ზურგს უმაგრებთ მრავალწლიანი წარმატებული კარიერა, უდიდესი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.
ჩვენი მისია
ქვეყანაში მენეჯმენტის სფეროს განვითარება და ხარისხის გაუმჯობესება, მენეჯერთა პროფესიული დონის ამაღლება, მათი უფლებების დაცვა, მსოფლიოს საუკეთესო მენეჯმენტის პრაქტიკის გავრცელება და ადაპტირება საქართველოში.
ასევე მენეჯერებს შორის ნეთვორქინგის დამყარება და სახელწიფოებრივად ორიენტირებული მენეჯმენტის სისტემის ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, თუ რომელ საწარმოს, ინდუსტრიასა თუ საკუთრების ფორმას წარმოადგენენ მენეჯერები.
ასოციაციის ამოცანები
- – ასოციაციის წევრთა და მენეჯერთა საერთო ინტერესების დაცვა;
- – მენეჯერთა პროფესიული დონის ამაღლება;
- – მენეჯერთა პროფესიის პოპულარიზაცია;
- – საკანონმდებლო სფეროს რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა;
- – მაღალკვალიფიციური აკადემიური პროგრამების შემუშავება;
- – წევრებისათვის ეკონომიკური სექტორის კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
- – ზრუნავს მენეჯმენტის სფეროს განვითარების საკითხებზე;
- – წესდებით გათვალისწინებული სხვა ამოცანები;
ჩვენი წევრების რაოდენობა
ინდივიდუალური წევრი
კორპორატიული წევრი
ასოცირებული წევრი