ასოციაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება ასოციაციის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს, ისინი ახორციელებენ ასოციაციის მიმდინარე საქმიანობის მართვას, წარმოადგენენ ასოციაციას სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე პირებთან ურთიერთობებში, ორგანიზაციას უწევენ ბორდის მუშაობას, ხელმძღვანელობენ ბორდის სხდომებსა და საერთო კრებებს, დებენ ასოციაციის სახელით ხელშეკრულებებს, ახორციელებენ კონტროლს საერთო კრებისა და ბორდის სხდომების გადაწყვეტილებების შესრულებაზე.