ბორდი წარმოადგენს ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს. ბორდი უფლებამოსილია: უხელმძღვანელოს ასოციაციის საქმიანობას; განიხილოს და დაამტკიცოს ასოციაციის წესდება (წესდების ახალი რედაქცია), შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები; აირჩიოს ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად არის ბორდის თვამჯდომარე; აირჩიოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; აირჩიოს ასოციაციის ბორდის წევრი; შექმნას საკონსულტაციო საბჭო; წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.