კომპანიის სტრატეგიის მენეჯმენტი და სტრატეგიის შემუშავება

კომპანიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოყალიბებული იყოს ის მიზნები, რისი მიღწევაც სურს მომავალში და სად უყურებს თავის ადგილს ერთი, ორი ან ხუთი წლის შემდეგ. ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს მომავლის ხედვა.

სამომავლო გეგმების განსაზღვრა და ამ ამიზნების მიღწევის სტრატეგიის დაგეგმვა ძალიან რთული პროცესია, თუმცა ეს ნომერ პირველი ამოცანაა კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ბიზნესის განვითრების გზაზე.

კომპანიის სტრატეგიის შემუშავება შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

მიზნების განსაზღვრა, რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული. მნიშვნელოვანია, რომ მიზნები იყოს მიღწევადი და რეალური. ასევე მიზნები თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის და მომხმარებლის საჭიროებებთან.

სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მიზნების მიღწევა. გულისხმობს კომპანიის დასახული გზისაკენ მიზანმიმართულ მოძრაობას, რომელიც შესაძლოა, თავის მხრივ, დაყოფილი იყოს ეტაპებად. უნდა შედგეს მომავლის სტრატეგიაზე მორგებული კომპანიის ბიუჯეტი.

სამოქმედო გეგმა, რისი საშუალებითაც ხდება შესაბამისი მიზნების მიღწევა. საჭიროა მოხდეს გაანალიზება რა რესურსები გააჩნია კომპანიას, ასევე რა რესურსები უნდა იქნეს მობილიზებული მომავალში. აგრეთვე იმის განსაზღვრა, თუ რომელმა დეპარტამენტმა ან თანამშრომელმა რა ამოცანები უნდა შეასრულოს და რა შედეგებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.

ყველა ამ კომპონენტს კი აერთიანებს სტრატეგიული მენეჯმენტი.

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტები გეხმარებიან ყოველივე ზემოთაღნიშნულის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში, შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში, რა დროსაც თქვენ გექნებათ კარგად განსაზღვრული მიზნები, ჩამოყალიბებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც მოგცემთ ნებისმიერი ამოცანის განხორციელების შესაძლებლობას.

სარგებელი

სტრატეგიის მენეჯმენტი ეხმარება ორგანიზაციას სოციალური, ორგანიზაციული, ფუნქციური და სხვა მიზნების მიღწევაში.

სარგებელი

სტრატეგიის აუდიტი ინფორმაციას აძლევს მენეჯერებს კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

სარგებელი

ორგანიზაციები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარი პოზიტიური იმიჯის შექმნაზე.

სარგებელი

სწორად ჩამოყალიბებული სტრატეგიის მენეჯმენტი ამცირებს ხარჯებს და ზრდის მოგებას.

ხშირად დასმული კითხვები?

რა არის მენეჯერთა ასოციაციაციის ძლიერი მხარე?

ასოციაციის ძლიერი მხარეა გუნდი – ცოდნით, გამოცდილებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციული მხარდაჭერით.
ასევე ძლიერი მხარეა ორგანიზაციის თითეული წევრი თავიანთი კომპეტენციით და წარმოდგენილი ორგანიზაციებით.

ვინ შეიძლება გახდეს ასოციაციის წევრი?

ასოციაციის ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი სფეროს და დონის მოქმედი მენეჯერი, მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტები, ასევე მენეჯმენტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი. ხოლო ნამდვილი წევრი (ინდივიდუალური ან კორპორატიული), მხოლოდ კომპანია ან მოქმედი მენეჯერი.

როგორ შეიძლება გახდე ასოციაციის წევრი?

ასოციაციის ასოცირებული წევრობისათვის უნდა გადახვიდეთ მენიუში გაწევრიანება – ასოცირებული წევრობა და შეავსოთ სპეციალური ანკეტა. ასევე შეგიძლიათ დაემატოთ სპეციალურ ფეისბუქ ჯგუფს “დირექტორთა და მენეჯერთა კლუბი”.

რა სხვაობაა ასოცირებულ და ნამდვილ წევრობას შორის?

ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი, ხოლო ნამდვილი წევრობის (ინდივიდუალური და კორპორატიული) მისაღებად მენეჯერს თუ კომპანიას სჭირდება გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხოლო ნამდვილი წევრობისათვის (ინდივიდუალური ან კორპორატიული) საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება.