მენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამა

პროგრამა შემუშავებულია საქართველოს კერძო ბიზნესში ან საჯარო სექტორში დასაქმებულ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერტიფიცირების მიზნით. იგი ეფუძნება ააიპ მენეჯერთა ასოციაციის და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებსა და მითითებებს.

პროგრამის ფარგლებში სერტიფიცირება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ განსაზღვრული მომენტისათვის ა(ა)იპ მენეჯერთა ასოციაციის წევრ კერძო ბიზნესში  ან საჯარო სექტორში დასაქმებულ მენეჯერს გააჩნია საწარმოს მართვისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო კომპეტენცია. კომპეტენტურობა განისაზღვრება მენეჯერის ცოდნით, გამოცდილებითა და პროფესიული ღირსებით.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია იმ პირობით, რომ სერტიფიცირებული მენეჯერი პერიოდულად გაივლის ყოველწლიურ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, რათა მუდმივი სიახლეების საქმის კურსში იყოს.

სერტიფიცირების პროგრამის შესახებ

პროგრამის  მიზანია  მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნაბიზნესის მართვის სფეროებში.

მენეჯმენტის  პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა და ტრენინგს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მენეჯერს გაუადვილდება როგორც ბიზნესის მართვის სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაცებში გარკვევა და მათი მართვა. სწავლების პროცესში გაითვალისწინებულია მენეჯერების მისწრაფებები და სურვილები,  ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

პროგრამის ამოცანაა  მაქსიმალურად დაუახლოვოს მონაწილეები პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც მენეჯერთა ასოციაციას  გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

პროგრამის მიზნობრივი სეგმენტია, ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო დონის ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია მოტივაცია დაეუფლოს ან განავითაროს მენეჯმენტის სპეციალობა და სიღრმისეულად შეისწავლოს ის პოლიტიკური, სოციოლოგიური თუ ეკონომიკური ასპექტები, რისი გათვალისწინებითაც უწევთ ოპერირება თანამედროვე ორგანიზაციებსა და კომპანიებს.

სასერტიფიკატო კურსზე დაშვების წინაპირობები

ბაკალავრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; საქართველოში ან უცხოეთში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ საფეხურზე სწავლის უფლება; ან პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია; პროფესიული სერტიფიცირების მიზნებისათვის პირს გამოცდებზე დასაშვებად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს გამოცდა პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ პროგრამაში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს  ან ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროს ა(ა)იპ მენეჯერთა ასოციაციაში. რეგისტრირებული პირი, სერტიფიცირებული მენჯერის სტატუსის მოპოვებამდე იწოდება კანდიდატად.

საწავლო პროგრამის შედეგები:

  • იცნობს თანამედროვე ბიზნესის არსს, თავისებურებებსა და გამოწვევებს;
  • აფასებს ეკონომიკურ მოვლენებს, პროცესებს და აკავშირებს ბიზნესთან;
  • არჩევს ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოსთან კომუნიკაციის ფორმებს;
  • იყენებს ორგანიზაციის რესურსების მართვის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს;
  • ავლენს ინდივიდუალური და გუნდური ქცევის მოტივებს და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას;
  • შეიმუშავებს პროექტს და ასაბუთებს მის განხორციელებადობას რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი კვლევით და მისი შედეგების კომუნიკაციით;
  • განასხვავებს ბიზნეს სტრატეგიების სახეებს და მსჯელობს მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ;
  • იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს მენეჯერული ფუნქციების განხორციელების პროცესში;
  • ანვითარებს მენეჯერული აზროვნების ხუთ კომპონენტს: რეფლექსური აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, გლობალური აზროვნება, თანამშრომლობაზე ორიენტირებული აზროვნება, ქმედებაზე ორიენტირებული აზროვნება;
  • ახორციელებს დაგეგმვას, ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და კონტროლს გუნდში მუშაობისას ან დამოუკიდებლად და აცნობიერებს ამ პროცესში ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს.
  • ცოდნა და გაცნობიერების, პრაქტიკაში გამოყენების, კრიტიკული ანალიზის, შეფასების, დასკვნის, მართვის უნარების, კომუნიკაციიის ათვისება და ფლობა, რომლის მიღწევაც სავალდებულოა კანდიდატისთვის/სერტიფიცირებული მენეჯერისთვის.

პროგრამის სრული დეტალური აღწერა: 

განსახილველი თემატიკა:

• მენეჯერის ფუნქციები;

• მენეჯერის პიროვნული მახასიათებლები;

• მენეჯმენტი გლობალურ სამყაროში/საერთაშორისო ორგანიზაციები;

• გადაწყვეტილების მიღების ეტაპები;

• სტრატეგიული დაგეგმვა;

• ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება;

ლიდერობა:

• როგორი პერსონები ხდებიან კარგი ლიდერები?

• რას აკეთებენ კარგი ლიდერები?

• როგორ მოქმედებს სიტუაცია კარგ ლიდერებზე?

• რა არის ძალაუფლების წყაროები?

• ვინ არიან მეხუთე თაობის ლიდერები?

• ტესტის ჩატარება და შედეგების განხილვა

ემოციები და მოტივაცია

• ემოციები და პიროვნება ადამიანებთან ურთიერთობის სტილი და ტიპაჟები. ემოციებსა და განწყობებს შორის განსხვავების მნიშვნელობა. ემოციური ინტელექტი. ფსიქოტიპები და მიდგომები კონკრეტულ ფსიქოტიპთან. ემოციებისა და განწყობების გავლენა საქმეზე/შედეგებზე.

• აღქმა და გადაწყვეტილებებიაღქმის ხაფანგები. აღქმაზე ზემოქმედი ფაქტორები. სტრატეგიული მართვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და აუცილებელი კითხვები გადაწყვეტილებების მიღებისას. არარაციონალური გადაწყვეტილებები. რაციონალური და არარაციონალური სისტემების ურთიერთქმედება.

• მოტივაციის შესახებთანამშრომელთა მოტივაციის პრინციპები. მოტივაციის თეორიები – რომელი მოერგება ჩვენს მიზნებს? მართვა მიზნებით  და მისი პრაქტიკული გამოყენება. მოტივაციის გამოწვევები. ახალი მიდგომები.

მენეჯმენტის არსი და მიზანი

რა ფასეულობას ქმნიან მენეჯერები? ეფექტური მენეჯმენტი „შინ და გარეთ“ კომფორტის ზონა

სპეციალური პროგრამები

• ადამიანური რესურსების მართვა/HR მენეჯმენტი;

• საზოგადოებასთან ურთიერთობა/PR მენეჯმენტი;

• პროექტის მართვა;

• პრეზენტაციის უნარები;

პროგრამის მიზანია:

სერტიფიცირებული მენეჯერის სტატუსის მაძიებლისთვის შედეგზე ორიენტირებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ააიპ მენჯერთა ასოციაციის განათლების სტანდარტით მოთხოვნილი პროფესიული კომპეტენციის შესაბამისი უნარების გამომუშავებისა და გამოვლენის უზრუნველყოფა.

ხარისხი

მენეჯერის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის მაღალ კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს მენეჯმენტის სფროში

სასწავლო კურსის მარეგულირებელი წესი

სასწავლო პროგრამას გავლილი აქვს აკრედიტაცია განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ცენტრში.

მიზანი

სერტიფიცირებულ მენეჯერთა დასაქმების სფეროა  მსხვილი და საშუალო კომპანიები, კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის საწარმოები და ორგანიზაციები.

სერტიფიკატი

საქართველოს მენეჯერთა აკადემიის მენეჯერთა სერტიფიციკატი წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ დიპლომს მთელი ქვეყნის მასშტაბით