ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი

ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის მთავარი დანიშნულებაა ზედამხედველობა გაუწიოს ასოციაციის წევრთა მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და შესრულებას;

ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის მიზნები და ამოცანებია: ა) ასოციაციის წევრების ინფორმირებისა და დარღვევათა პრევენციისათვის პროფესიონალი მენეჯერების ეთიკის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების დოკუმენტების, პროექტების და პროგრამების შემუშავება; ბ) ბორდის წევრების მიერ პროფესიონალი მენეჯერების ეთიკის კოდექსის დარღვევების შესახებ შემოსული საჩივრების (მომართვების, განცხადებების) დროული, ობიექტური განხილვა და შესაბამისი დისციპლინარული ღონისძიებების გატარება.